თვალთვალის ზოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 28 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თვალთვალის ზოლი - ადგილმდებარეობის (აკვატორიის) და მის თავზე მდებარე საჰაერო სივრცის ზოლი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს თვალთვალი მოწინააღმდეგეზე იმ მიზნით, რომ მიღებულ იქნეს ცნობები მისი ძალებისა და საშუალებების, დაჯგუფებისა და მათი ცვლილებების, მოქმედების ხასიათის შესახებ და ა.შ., აგრეთვე საკუთარ ჯარებზე (ძალებზე) მათი მართვისთვის საჭირო მონაცემების შესაგროვებლად. შემოფარგლულია ადგილობრივი საგნებით (ორიენტირებით).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017