იერიშების სექტორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:21, 8 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იერიშების სექტორი - წყლის სივრცის ნაწილი, რომელშიც ყოფნის დროს მოიერიშე ხომალდს შეუძლია დაიკავოს ზალპის (სროლის) პოზიცია. მისი გათვლა ხდება ძირითადად წყალქვეშა ნავებისთვის იმ მიზნით, რომ განსაზღვრონ მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდების და ტრანსპორტის ტორპედული იერიშის შესაძლებლობა და შეარჩიონ ამ იერიშის ხერხი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017