პაპაჯანოვი მიხეილ ივანეს ძე
პაპაჯანოვი მიხეილ ივანეს ძე - (7.9.1869 – 1930). რუსეთის მე-4 მოწვევის დუმის დეპუტატი ბაქოს, ელისავედპოლსკისა და ერევნის გუბერნიიდან. 1912 წლიდან პარტია „დაშნაკცუთუნი“-ს წევრი.
თბილისის პირველი გიმნაზიის კურსდამთავრებული. სწავლობდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე.
მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში. საადვოკატო პრაქტიკას ეწეოდა ერევანში, ალექსანდროპლსა და თბილისში. 1899 წლიდან ცხოვრობდა ბაქოში.
1912 წლიდან რუსეთის მე-4 მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატია და კონსტიტუციურ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი.
მონაწილეობა მიიღო 1917 წლის თებერვლის რევოლუციაში; 1917 წლის 27 თბერვლიდან გახდა სახელმწიფო დუმის დროებითი კომიტეტის წევრი, (ВКГД); ხოლო 9 აპრილიდან დაინიშნა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის კომისრად.
1917 წლის 12 ოქტომბერს უარი თქვა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისრის თანამდებობაზე.
წყარო
Государственная дума Российской империи: 1906-1917. Б.Ю. Иванов, А.А. Комзолова, И.С. Ряховская. Москва. РОССПЭН. 2008.