იერიშის ფაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:06, 8 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იერიშის ფაზა

სარჩევი

საზღვაო-სადესანტო ოპერაციაში

საზღვაო-სადესანტო ოპერაციაში – ოპერაციის ეტაპი, დავალების შემსრულებელი ძალის იერიშის ობიექტის რაიონში გადასხმიდან მათ მიერ დავალების მთლიანად შესრულებამდე.

საჰაერო-სადესანტო ოპერაციაში

საჰაერო-სადესანტო ოპერაციაში ოპერაციაში – ეტაპი, რომელიც იწყება მოიერიშე ეშელონის საჰაერო გზით საიერიშო ობიექტის რაიონში გადასროლით, გრძელდება შეტევის განმავლობაში და მთავრდება ჩატვირთვა-გადატვირთვის აეროდრომის ან პლაცდარმის გამაგრებით.

სახმელეთო ჯარებისთვის

ა. საჰაერო-სადესანტო, საჰაერო ან საზღვაო იერიშის, ან მდინარის გადალახვის ოპერაციის ეტაპი, რომელიც იწყება მოიერიშე ძალის გადასროლით ობიექტის რაიონში და მთავრდება ყველა ობიექტის ხელში ჩაგდებით.

ბ. შეტევის ის ეტაპი, რომელიც იწყება მოიერიშე ძალების წინ წაწევით თავიანთი პოზიციებიდან და მთავრდება ობიექტის ხელში ჩაგდებით და მისი განადგურებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები