დანიური წითელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დანიური წითელი (Red Danish) – წარმოადგენს სარძევე ჯიშის ძროხების, „წითელის“, ერთ-ერთ შტოს.
სელექციონერებმა მიზნად დაისახეს შეექმნათ ძლიერი, ჯანმრთელი ჯიში მაღალი წველადობით.
ჯიშისათვის განსაკუთრებულად დამახასიათებელია რძის ცილების მაღალი შემცველობა, ძლიერი ფეხები, სიცოცხლის ხანგრძლივობა და რეპროდუქციულობის მაღალი დონე.
ჯიშის საშუალო მაჩვენებლები 2013/2014
წველადობა – 9,470 კგ. რძე ცხიმი – 4,24%, სულ 402კგ. ცილები – 3,53%, სულ 334კგ. ჯამში ცხიმი და ცილები – 736 კგ.
დანიური წითელის საშუალო ცოცხალი წონა – 650-736 კგ.