საერთაშორისო ატომური სამართალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო ატომური სამართალი – ატომური ენერგიის გამოყენების დარგში სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების იურიდიული ნორმების და პრინციპების ერთობლიობა. წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარგს და არეგულირებს როგორც ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის საკითხებს, ისე ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების საქმეში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორმებს. საერთაშორისო ატომური სამართალის ნორმები და პრინციპები ეფუძნება საერთაშორისო სახელშეკრულებო პრაქტიკას. იგი ვითარდება და ივსება საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგატე, ევროპის ბირთვული ენერგიის სააგენტო და სხვა) სამართლებრივი აქტებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები