ეკვატორული გვინეა
ეკვატორული გვინეა - (Guinea Ecuatorial - ეკვატორული გვინეის რესპუბლიკა), სახელმწიფო ცენტრალური აფრიკის დასავლეთ ნაწილში, გვინეის ყურის სანაპიროზე.
ფართობი - 28,05 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 693,3 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ესპანური.
დედაქალაქი - ქ.მალაბო.
ადმინისტრაციულად იყოფა 7 პროვინციად.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო – სახალხო წარმომადგენელთა პალატა.
დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1968 წლის 12 ოქტომბერს.
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის კულტურების ექსპორტი (ყავა, კაკაო, ბანანი და სხვა) და ხე-ტყის დამუშავება.
საზღვაო პორტები და საერთაშორისო აეროპორტებია: მალაბო, ბატა.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 1,4 ათ. კაცი (2012) მოიცავს სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო ნაწილებს და ქვედანაყოფებს. შეიარაღებული ძალები კომპლექტდება ნებაყოფლობით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017