დუპლექსი (ქვემეხი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:58, 16 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დუპლექსი - (ლათინური duplex - ორმაგი), უნიფიცირებული ლაფეტის მქონე ორი სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ქვემეხი. დუპლექსის გამოყენება ამცირებს ქვემეხის შექმნის და წარმოების ვადებს და დანახარჯს, ამარტივებს მათ ექსპლუატაციას და რემონტს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017