ბინარული ქიმიური საბრძოლო მასალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:21, 16 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბინარული ქიმიური საბრძოლო მასალები - ქიმიური საბრძოლო მასალების სახეობა, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა კომპონენტისგან - არატოქსიკური ან მცირეტოქსიკური. მათი ერთმანეთში შერევის შემთხვევაში მომწამლავი ნივთიერება წარმოქმნება.
სპეციალისტების აზრით, ბინარული ქიმიური საბრძოლო მასალებისათვის უფრო მარტივად წყდება მათი უსაფრთხო მომზადების, შენახვის, ექსპლუატაციისა და განადგურების პრობლემები, ვიდრე ჩვეულებრივი ქიმიური საბრძოლო მასალებისთვის.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017