საზღვაო დაზვერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:02, 16 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზღვაო დაზვერვა – ღონისძიებების კომპლექსი, რომლის მიზანია მოიპოვოს და გააანალიზოს მონაცემები მოწინააღმდეგის სამხედრო-საზღვაო ძალების პოტენციალის, შემადგენლობის, მდგომარეობის, მოქმედებების ხასიათის და განზრახვის, საომარი მოქმედებების საოკეანო და საზღვაო თეატრების ინფრასტრუქტურის შესახებ; სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალებით და საშუალებებით დაზვერვის სახეობა. საზღვაო დაზვერვის ძალების მოქმედებების ძირითად ხერხებს წარმოადგენს ძებნა, დაპელენგება, დაჭერა, ამოცნობა, თვალთვალი და სხვა. გადასაწყვეტი ამოცანების მიხედვით საზღვაო დაზვერვა არის სტრატეგიული და ტაქტიკური, ხოლო მოქმედებების სფეროს მიხედვით – საზღვაო-კოსმოსური, საზღვაო-საჰაერო, სახომალდო, რადიოელექტრონული, სანაპირო და აგენტურული.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები