საზღვაო დესანტის გადასხმის პუნქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საზღვაო დესანტის გადასხმის პუნქტი – სანაპიროს მონაკვეთი მიმდებარე აკვატორიით, რომელზეც წარმოებს დესანტის გადასხმა; საზღვაო დესანტის გადასხმის მონაკვეთის ელემენტი. საზღვაო დესანტის გადასხმის ყოველ პუნქტზე ინიშნება კომენდანტი.
საზღვაო დესანტის გადასხმის პუნქტი შეიძლება იყოს ძირითადი, დამხმარე, დემონსტრატიული (ცრუ).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017