საზღვაო დესანტის ჩასხდომის პუნქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საზღვაო დესანტის ჩასხდომის პუნქტი – სანაპიროს მონაკვეთი მიმდებარე აკვატორიით, სადაც სადესანტო ხომალდებზე (ტრანსპორტზე) დესანტის პირადი შემადგენლობის ჩასხდომა და სამხედრო ტექნიკის ჩატვირთვა წარმოებს. საზღვაო დესანტის ჩასხდომის პუნქტი, ჩვეულებრივ, სამხედრო-საზღვაო ბაზის (პორტის) ფარგლებში ინიშნება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017