საზღვრის დაცვის საგუშაგო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საზღვრის დაცვის საგუშაგო – ზორიერთ ქვეყანაში სასაზღვრო ჯარების ძირითადი ქვედანაყოფი, რომლის დანიშნულებაა განსაზღვრულ მონაკვეთზე ქვეყნის საზღვრის დაცვა და კონტროლის პუნქტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა. შეიძლება მოქმედებდეს მუდმივი და დროებითი, სტაციონარული და მობილური, ცვალებადი ან მუდმივი პირადი შემადგენლობით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017