ბრიგადის გენერალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 18 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრიგადის გენერალი - (ინგლისური brigadier general, ფრანგული general de brigade), მრავალი ქვეყნის (აშშ, გერმანია, თურქეთი, იტალია, საფრანგეთი, საქართველო და სხვა) შეიარაღებულ ძალებში შუალედური საჯარისო სამხედრო წოდება პოლკოვნიკსა და გენერალ-მაიორს შორის, უმაღლესი ოფიცრების პირველადი წოდება.
ბრიგადის გენერალი ატარებს ერთვარსკვლავიან სამხრეულებს (ინგლისური one-star general - ერთვარვსკლავიანი გენერალი).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.