ჯარების მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯარების მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურები - ზოგიერთ ქვეყანაში მართვის ორგანოების და სამხედრო ფორმირებების საშტატო ორგანოების სისტემა, რომლის დანიშნულებაა ჯარების მატერიალური უზრუნველყოფა. როგორც წესი, აქვთ ჯარების მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურები.: საავტომობილო, სურსათ-სანოვაგის, სამედიცინო, სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღების და სხვა. წარმოადგენს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სახეობას. გულისხმობს მატერიალური საშუალებების მოთხოვნას, მიღებას და მარაგის შექმნას, მის აღრიცხვას, შენახვას, გაცემას, ხარჯის და დანაკარგის შევსებას, მომხმარებლებთან გაგზავნას და სხვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017