განადგურების ზოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:28, 18 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
განადგურების ზოლი – სივრცის ნაწილი საჰაერო თავდაცვის შენაერთის საბრძოლო მოქმედებების რაიონის თავზე, საითკენაც საჰაერო მოწინააღმდეგის მთავარი ძალების გასანადგურებლად ძირითად ძალისხმევას მიმართავენ. განისაზღვრება საჰაერო თავდაცვის ორგანიზაციის დროს თავდასაცავ ობიექტებზე მოწინააღმდეგის მოქმედებების შესაძლო მიმართულებებზე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.