ახლოცეცხლით ბრძოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:17, 22 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ახლოცეცხლით ბრძოლა - ახლოცეცხლით ბრძოლას აწარმოებენ I ეშელონის მოტოქვეითი (ქვეითი), სატანკო, საჰაერო-სადესანტო (სადესანტო-მოიერიშე) ქვედანაყოფები როგორც თავდაცვაში, ისე შეტევაზე საშტატო იარაღის ყველა სახეობის ცეცხლის შეხამებით, უპირატესად - პირდაპირი დამიზნებით. გარკვეულ პირობებში შეიძლება გაჩაღდეს ხელჩართული ბრძოლა, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს აზიანებენ, როგორც წესი, ცივი იარაღით, ხელის სასროლი იარაღის მიბჯენით და ხელყუმბარების ცეცხლით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.