ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:58, 22 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია - დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოთა სამთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1948 წელს. შედის 35 სახელმწიფო აშშ-ის ჩათვლით. საწესდებო მიზნები:
- რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება;
- წევრ ქვეყნებს შორის სადავო საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტა;
- აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება;
- პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა;
- სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ხელშეწყობა.
უმაღლესი ორგანო – ყოველწლიური გენერალური ასამბლეა, რომელიც ორგანიზაციის საერთო პოლიტიკას განსაზღვრავს. პერიოდულად ტარდება საგარეო საქმეთა მინისტრების საკონსულტაციო თათბირები. მასთან მოქმედებს თავდაცვის კომიტეტი, რომელშიც შედიან უმაღლესი სამხედრო წარმომადგენლები. მუდმივმოქმედი ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო – გენერალური სამდივნო. ძირითადი ორგანოების ადგილსამყოფელი -ვაშინგტონი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.