ამფეთქი კოჭი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:43, 23 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამფეთქი კოჭი - ასაფეთქებელი ნივთიერებების გარკვეული ფორმის მუხტი. გამოიყენება მზა ასაფეთქებელი მუხტის სახით საინჟინრო ნაღმებისათვის. აქვს ბუდე მაინიცირებელი საშუალებებისთვის, იფარება პარაფინის ფენით და გახვეულია პარაფინით გაჟღენთილ ქაღალდიში. გავრცელებულია ტროტილის დაწნეხილი ამფეთქი კოჭი, – 75, 200 და 400 გრ. მასით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.