ჯარების ოპერატიული გაშლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:32, 23 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების (ძალების) ოპერატიული გაშლა - ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება ჯარების (ძალების) დაჯგუფებების შექმნისა და დაწყობისათვის ომის (საომარი მოქმედებების) თეატრებზე, სტრატეგიულ და საოპერაციო მიმართულებებზე.

ჯარების (ძალების) სტრატეგიული გაშლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი. მიზნად ისახავს, საომარი მოქმედებების ორგანიზებული და დროული დაწყების უზრუნველყოფას, აგრესიის მოგერიებას და ოპერაციების ჩატარებას შეიარაღებული კონფლიქტების ლოკალიზაციისათვის.

ჯარების (ძალების) ოპერატიული გაშლა ხორციელდება, როგორც წესი, წინასწარ, ომის წინ, ხოლო მოწინააღმდეგის უეცარი თავდასხმის შემთხვევაში - მისი დაწყებისთანავე; შეიძლება მოხდეს ერთდროულად ან თანამიმდევრულად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები