ასაფეთქებელი პაკეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:56, 23 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასაფეთქებელი პაკეტი – საარტილერიო ჭურვის, ნაღმის და ყუმბარის იმიტაციის საშუალება. შედგება წყალგაუმტარ გარსში მოთავსებული საკვამლე დენთის (30–80 გრ) მუხტისა და ცეცხლგამტარი ზონრისგან. ამოქმედების დრო – ზონრის ცეცხლწაკიდებიდან 7–9 წმ., უსაფრთხო ტყორცნის მანძილი – 10 მ-ზე მეტი, ხმის გაგონება და კვამლის დანახვა შეიძლება 2 კმ-მდე მანძილზე. პაკეტის შენახვა და გამოყენება მოითხოვს უსაფრთხოების ზომებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017