ჯგუფი (სამხედრო)
ჯგუფი (სამხედრო)
1. შენაერთები, ნაწილები, ქვედანაყოფები ან ცალკეული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ოპერაციებში (ბრძოლებში) გარკვეული ამოცანების შესასრულებლად დროებით არიან გაერთიანებული ერთიანი სარდლობის დაქვემდებარებაში.
2. ოპერაციის მომზადების პერიოდში დროებითი სამუშაო ჯგუფები ოპერატიულ შტაბებში.
3. მომზადების და გაშვების ჯგუფი სარაკეტო ჯარებში - საბრძოლო ქვედანაყოფი, რომელიც ასრულებს საბრძოლო მორიგეობას.
4. ზოგიერთი ქვეყნის საზღვაო ძალებში - ხომალდების დროებითი ტაქტიკური ფორმირება.
5. ქვედანაყოფი სამხედრო სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.
6. ზოგიერთი ქვეყნის არმიებში - ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება (არმიების ჯგუფი); საშტატო ფორმირება (საველე არტილერიის ჯგუფი); ჯარების საბრძოლო წყობის ელემენტი - საერთო-საჯარისო ტაქტიკური ჯგუფი.
7. კრებითი სახელწოდება (ჯარისკაცების, ტანკების და სხვა ჯგუფი).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017