საინჟინრო ტექნიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:23, 24 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საინჟინრო ტექნიკასაინჟინრო ჯარების მანქანები და მექანიზმები, რომლებიც განკუთვნილია საომარი მოქმედებების საინჟინრო უზრუნველყოფისათვის. მოიცავს სხვადასხვა დანიშნულების მანქანებს (სადაზვერვო, განღობვის, საგზაო, მიწის მთხრელი, ტვირთამწევი, ხე–ტყის დამამზადებელი, ხე–ტყის სახერხი, დესანტგადამყვანი, ნაღმების გადამღობი და ტრალები, პონტონური პარკები, მექანიზებული ხიდები, წყლის მოპოვების და წმენდაგაფილტვრის დანადგარები და სხვა); ასევე – ელექტროტექნიკურ საშუალებებს (მოძრავი და სტაციონარული ელექტროსადგურები, სამუხტავი მოწყობილობები და სხვა), მომსახურებისა და რემონტის საშუალებებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები