გადამწყვეტი ადგილი (სამხედრო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:45, 24 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გადამწყვეტი ადგილი
1. ტერიტორია რომლის შენარჩუნება მეთაურს მოწინააღმდეგეზე მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.
2. მოწინააღმდეგის სუსტი ადგილების არსებობის დრო ან განლაგება, რაც საშუალებას იძლევა თავმოყრილ იქნეს ძალების უპირატესობა მათ წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს მოწინააღმდეგის სისუსტეების გამოყენება ან დრო, როდესაც მოწინააღმდეგის საბრძოლო პოტენციალი შესუსტებულია.
3. დაქვემდებარებულთათვის ადგილების მითითება, რომლებიც მეთაურმა მოინიშნა ამოცანაში გარკვევის პროცესში საბრძოლო უპირატესობის მიღწევის მიზნით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.