მზირნი (რაზმი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მზირნი – სახმელეთო ჯარების საჯარისო დაზვერვის ან სალაშქრო დაცვის რაზმი. გზავნიან ქვედანაყოფები და ნაწილები, რომლებიც მარშს ასრულებენ ან საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ – მოწინააღმდეგის, ადგილმდებარეობის, რადიაციული და ქიმიური ვითარების შესახებ მონაცემების მოპოვების, ან მოწინააღმდეგის გამოჩენის (თავდასხმის) შემთხვევაში დასაცავი ჯარების გაფრთხილების მიზნით. მზირნთა შემადგენლობა, ჩვეულებრივ, ოცეულამდეა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017