საინჟინრო-სარაკეტო სამსახური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საინჟინრო-სარაკეტო სამსახური - სამსახური ზოგიერთი სახელმწიფოს სამხედრო-საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ჯარებსა და სამხედრო–საზღვაო ძალების სანაპირო ჯარებში, რომელიც განკუთვნილია საინჟინრო–სარაკეტო უზრუნველყოფისათვის. ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს რაკეტების, საზენიტო რაკეტებისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების კომპლექსების, გამშვები დანადგარებისა და სპეციალური მანქანების მოვლა-შენახვა საბრძოლო მზადყოფნის პირობებში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017