დაფარვის ზღუდე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:50, 25 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაფარვის ზღუდე - პირობითი ხაზი ადგილმდებარეობაზე, სადაც განლაგებული არიან და ბრძოლას აწარმოებენ ქვედანაყოფები, რომლებიც გამოყოფილი არიან მთავარი ძალების ბრძოლიდან გამოსვლისა და უკანდახევის დასაფარავად.
დაფარვის ზღუდე, ჩვეულებრივ, ბრძოლიდან გამოსვლის დაწყებისას მხარეთა შეხების ხაზს წარმოადგენს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017