დეზერტირობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:22, 25 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დეზერტირობა - (ლათინური desertor, ფრანგული desertor – გაქცეული, მოღალატე), მძიმე სამხედრო დანაშაული; სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის ადგილის მიტოვება სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით; სამხედრო პირის დანიშვნის თუ გადაყვანის დროს ან მივლინებიდან, შვებულებიდან თუ სამკურნალო დაწესებულებებიდან სამსახურში გამოუცხადებლობა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017