იერიშის ტემპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:30, 29 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იერიშის ტემპი - იერიშზე გადასული ჯარების დაწინაურების სიჩქარე; იზომება კმ/სთ. დამოკიდებულია მოწინააღმდეგის თავდაცვის დაძლევის საიმედოობაზე, საკუთარი ჯარების ბრძოლისუნარიანობაზე, შეტევის სახეზე (სატანკო, შეტევა ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენებით, ქვეითად და ა.შ.), ადგილმდებარეობის ხასიათზე და სხვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017