საკიდარი (სამხედრო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საკიდარი – საარტილერიო ქვემეხის ნაწილი, რომელიც გამიზნულია ლულის განთავსების და მისი უკუგორება-მიგორების მიმართვისათვის. თავისი სატაცით ეყრდნობა ზედა დაზგას და ლულასთან ერთად ქვემეხის მოქანავე ნაწილს წარმოადგენს. კონსტუქციის მიხედვით განასხვავებენ ცილინდრულ და ვარცლიან საკიდარებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017