მსოფლიო ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსოფლიო ომი - გლობალური ხასიათისა და მასშტაბის საერთაშორისო წინააღმდეგობების სამხედრო ძალადობის გამოყენებით გადაწყვეტის ფორმა.

მის არსს შეადგენს მსოფლიოს პოლიტიკურ-სამართლებრივი მოწყობის და განვითარების საერთო გეზის, ხოლო საბოლოო ანგარიშით – კაცობრიობის ცივილიზაციის მომავლის საკითხი.

ნიშნებს, რომლებიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს საომარი შეტაკება როგორც მსოფლიო ომი, წარმოადგენს:

  • სახელმწიფოების კოალიციების დაპირისპირება;
  • მსოფლიოს ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩართვა, პრაქტიკულად ყველა დიდი სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობა;
  • მოპირისპირე მხარეების პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების ხასიათი;
  • საომარი მოქმედებების წარმოება უდიდეს ტერიტორიაზე, რომელიც სხვადასხვა კონტინენტზე და მსოფლიო ოკეანის აკვატორიებში საომარი მოქმედებების მრავალ თეატრს მოიცავს;
  • სტრატეგიული ოპერაციების, ოპერაციების და სხვა საბრძოლო მოქმედებების მასშტაბურობა და ინტენსივობა დიდი დამანგრეველი ძალის იარაღის და სამხედრო ტექნიკის მაქსიმალური გამოყენების პირობებში.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები