ომის ოპერატიული დონე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:23, 29 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ომის ოპერატიული დონე - საომარი მოქმედებების დონე, რომელზეც ხდება ოპერატიული ამოცანების შესასრულებლად საომარი კამპანიების და მთავარი ოპერაციების დაგეგმვა, ხელმძღვანელობა და უწყვეტობის უზრუნველყოფა. ამ დონეზე განხორციელებული მოქმედებები ერთმანეთთან აკავშირებენ ტაქტიკასა და სტრატეგიას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.