საკომუნიკაციო ზონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საკომუნიკაციო ზონა – საბრძოლო მოქმედების რაიონის ზურგის ნაწილი (საბრძოლო მოქმედების ზონის უკანა, მაგრამ მომიჯნავე მხარე), სადაც გადის საკომუნიკაციო ხაზები, განლაგებულია მომარაგების, უზრუნველყოფის და საევაკუაციო დაწესებულებები და სხვა ნაგებობები, რომლებიც საჭიროა საველე (საბრძოლო) ნაწილების სხვადასხვა სახის მხარდაჭერისთვის და დაუყოვნებელი ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017