რეგიონული ომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 29 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეგიონული ომი - ომი ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს მონაწილეობით, რომელიც შემოიფარგლება ერთი რეგიონის საზღვრებით და უპირატესად მასში განლაგებული ქვეყნების ინტერესებს ეხება.
ახასიათებს მხარეების სამხედრო-პოლიტიკური და ოპერატიულ-სტრატეგიული მიზნების გადამჭრელი ხასიათი, შეიარაღებული ბრძოლა ყველა სფეროში, შეიარაღების თანამედროვე სახეობების გამოყენება და სხვა. შეიძლება იყოს როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული, სწრაფი ან ხანგრძლივი.
წყარო
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.