სამედიცინო დაზვერვა
სამედიცინო დაზვერვა – იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც მოქმედებენ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ჯანმრთელობაზე, ჯარების (ძალების) სანიტარიულ-ეპიდემიურ ვითარებაზე, მათი სამედიცინო უზრუნველყოფის ორგანიზაციასა და სამედიცინო სამსახურის საქმიანობაზე.
სამედიცინო დაზვერვა იყოფა: სამედიცინო-ტაქტიკურ და სანიტარიულ-ეპიდემიურად.
სამედიცინო-ტაქტიკური დაზვერვა აგროვებს ინფორმაციას ფაქტორებზე, რომლებიც მოქმედებენ სამედიცინო ქვედანაყოფების, ნაწილების და დაწესებულებების გაშლასა და საქმიანობაზე.
სანიტარიულ-ეპიდემიური ხორციელდება ჯარების (ძალების) ხელსაყრელი სანიტარიულ-ეპიდემიური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის და პირადი შემადგენლობის ჯანმრთელობაზე, წყლის და კვების ადგილობრივ რესურსზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
გარდა ამისა, მოწინააღმდეგის ჯარებში ჯანმრთელობის და მისი სამედიცინო სამსახურის მიერ გატარებული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017