სამედიცინო უზრუნველყოფა (სამხედრო მედიცინა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 30 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამედიცინო უზრუნველყოფა – ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნების, ჯანმრთელობის დაცვის, დროული სამედიცინო დახმარების გაწევის, დაჭრილების და ავადმყოფების რეაბილიტაციის მიზნით. ჯარების (ძალების) მოქმედებების უზრუნველყოფის სახეობა.

სამედიცინო უზრუნველყოფა მოიცავს: სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სამკურნალო–საევაკუაციო, სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეპიდემიურ ღონისძიებებს.

ასევე ჯარების (ძალების) მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის სამედიცინო ღონისძიებებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები