სამეთაურო-სათვალთვალო პუნქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამეთაურო-სათვალთვალო პუნქტი – ბრძოლაში ქვედანაყოფების მართვის პუნქტი.
სახმელეთო ჯარებში იქმნება ბატალიონში, დივიზიონში, ასეულში, ბატარეაში და ოცეულში. განთავსებულია საფარში ან მანქანაზე (ქსმ, ჯსმ, ტანკი) ისეთ ადგილზე, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ მართვას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017