ესკადრილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:33, 31 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ესკადრილია - (ფრანგული escadrille – შემცირება, escadre – ესკადრა),
საავიაციო გამანადგურებელი ქვედანაყოფი
ძირითადი ტაქტიკური საავიაციო გამანადგურებელი ქვედანაყოფი, რომელიც შედგება რამდენიმე საავიაციო რგოლის და რაზმისგან. მათ შეიარაღებაში, როგორც წესი, აქვთ ერთი ტიპის თვითმფრინავები და ვერტმფრენები (10-24 ერთეული და მეტი).
სარაკეტო (საზენიტო-სარაკეტო) ქვედანაყოფები
სარაკეტო (საზენიტო-სარაკეტო) ქვედანაყოფები ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში (აშშ, გერმანია, იტალია).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017