თავდაცვის სიღრმეში ჯარების შეტევის საავიაციო თანხლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:43, 31 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თავდაცვის სიღრმეში ჯარების შეტევის საავიაციო თანხლება - საავიაციო ნაწილების საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც ხორციელდება მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში შემტევი ჯარების უწყვეტი ხელშეწყობის მიზნით, მოწინააღმდეგის რეზერვებზე, ტანკებზე, სარაკეტო დანადგარებზე, არტილერიასა და საყრდენ პუნქტებზე დარტყმების მიყენებით; თავდაცვის სიღრმეში ჯარების შეტევის ცეცხლით თანხლების შემადგენელი ნაწილი.
ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ეს ტერმინი გაიგივებულია ტერმინებთან „საავიაციო მხარდაჭერა“ და „საავიაციო დაფარვა“.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017