საავიაციო შეიარაღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:21, 31 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საავიაციო შეიარაღება – შეიარაღების სახეობა, რომელსაც საავიაციო საფრენ აპარატებზე აყენებენ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიზნების დასაზიანებლად.
განასხვავებენ საავიაციო-საარტილერიო, საავიაციო-სარაკეტო (საავიაციო-სარაკეტო კომპლექსი) და ბომბდამშენ შეიარაღებებს.
საავიაციო შეიარაღების გამოყენებას უზრუნველყოფს შეიარაღების მართვის მრავალფუნქციური სისტემა და დამიზნებითი სისტემა, რომელიც ფუნქციურად არის დაკავშირებული სანავიგაციო (დამიზნებით სანავიგაციო სისტემა) და საბორტო ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებთან.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017