სამხედრო ბეგარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო ბეგარა - სამხედრო სამსახურში მოქალაქეების გაწვევის იძულებითი წესი, რომელიც ისტორიულად არის დამკვიდრებული ან შესაბამისი სახელმწიფო აქტებით განმტკიცებული.
სამხედრო ბეგარის ისტორიული ფორმებია: წოდებრივი, სათემო, საყოველთაო და მათი შეხამებები. საყოველთაო სამხედრო ბეგარა პირველად იქნა შემოღებული საფრანგეთში 1798 წელს, ხოლო ბევრ სახელმწიფოში – XIX საუკუნეში და XX საუკუნის დამდეგს (აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა). მშვიდობიანობის დროს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება ნებაყოფლობითი წესით (კონტრაქტით).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017