სამხედრო დახმარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:29, 5 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო დახმარება – მხარდაჭერა სამხედრო მშენებლობაში, შეიარაღებული ძალების მშენებლობასა ან საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში.

სამხედრო დახმარება ხორციელდება ორმხრივი ან მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების და შეთანხმებების საფუძველზე სხვადასხვა ფორმით. მაგალითად:

  • კრედიტების გამოყოფა, შეიარაღების, სამხედრო ტექნოლოგიების, ტექნიკის და ქონების მიყიდვა ან უსასყიდლოდ გადაცემა;
  • სამხედრო მრჩევლების, სპეციალისტების და ინსტრუქტორების მივლინება;
  • სამხედრო კადრების მომზადება და სხვა.

სამხედრო დახმარებას უწევენ არა მარტო სახელმწიფოები, არამედ ცალკეული პირები და ჯგუფები კერძო ინიციატივით, საზოგადოებრივი მოძრაობების პოლიტიკური ზომების ან სპეციალურად შექმნილი ორგანიზაციების კომერციული აქტივობის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების დაქირავების ფორმით.

ზოგიერთ სახელმწიფოში სამხედრო დახმარების გაწევა სახელმწიფოს პრეროგატივად არის მიჩნეული.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები