კრესის ბრძოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:08, 6 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კრესის ბრძოლა - 1346 წლის 26 აგვისტოს, ასწლიანი ომის (1937-1453) დროს, ინგლისის მეფის ედუარდ III-ის ჯარებმა (მშვილდოსნები და ქვეითი რაინდები) დაამარცხეს საფრანგეთის მეფის ფილიპე VI-ის ლაშქარი, რომლის ბირთვს შეადგენდნენ ცხენოსანი რაინდები.
ბრძოლა მოხდა ჩრდილოეთ საფრანგეთში, სოფელ კრესთან. ინგლისელთა გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულეს მშვილდოსნებმა; მათი ისრები ხვრეტდნენ რაინდების ჯავშანს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.