სამხედრო მრჩეველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 7 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო მრჩეველი – სამხედრო სპეციალისტი, ჩვეულებრივ, ერთი სახელმწიფოს ოფიცერთა შემადგენლობიდან, რომელიც ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად სხვა სახელმწიფოში იგზავნება შეიარაღებული ძალების შესაქმნელად დახმარების აღმოჩენის მიზნით. მას ევალება სამხედრო კადრების მომზადება, ჯარების სწავლება, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის ათვისება. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებასა და წარმოებაში დახმარება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები