სადესანტო ხომალდი
სადესანტო ხომალდი – სპეციალური აგებულების საბრძოლო ხომალდი, რომელიც განკუთვნილია საზღვაო დესანტის ტრანსპორტირებისა და გადასხმისთვის მოწინააღმდეგის ნაპირზე საზღვაო, საჰაერო, და სადესანტო ოპერაციის დროს.
კონსტრუქციიდან გამომდინარე, სადესანტო ხომალდს შეუძლია გადასხას დესანტი ნაპირზე უშუალოდ ან სადესანტო-გადასასხმელი საშუალებით. სადესანტო ხომალდს აქვს ანგარები და საგემბანო ასაფრენ-დასაფრენი მოედნები ვერტმფრენებისთვის და დოკ-კამერები კატარღებისთვის. აღჭურვილია სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღებით თავდაცვის და დესანტის მხარდაჭერისთვის.
მრავალი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები იყოფა მართვის ხომალდებად, უნივერსალურ (მრავალმიზნობრივ) და სადესანტო-სავერტმფრენო ხომალდ-დოკებად, სადესანტო-ვერტმფრენმზიდებად, სადესანტო-სატრანსპორტო დოკებად და სატანკო-სადესანტო ხომალდებად. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში მათ შეუძლიათ ერთდროულად მიიღონ, გადაისროლონ ოკეანის გაღმა 64 ათასამდე მედესანტე თავისი შეიარაღებით, საბრძოლო ტექნიკით, აღჭურვილობით და უზრუნველყონ მათი გადმოსხმა საშტატო სადესანტო-გადასასხმელი საშუალებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017