სამხედრო ბილეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:33, 7 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამხედრო ბილეთი – უვადო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამხედრო მოსამსახურეების პიროვნებას, რეზერვში მყოფი მოქალაქეებისათვის განსაზღვრავს მათ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობას და რეზერვისადმი კუთვნილებას, სხვა მოქალქეებისათვის – დამოკიდებულებას სამხედრო სამსახურისადმი. სამხედრო ბილეთის გასცემს გამწვევი ორგანო სამხედრო სამსახურში გაწვევის (სამსახურის დაწყების, რეზერვში ჩარიცხვის ან სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის) დროს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017