საინჟინრო–კოსმოსური უზრუნველყოფა
საინჟინრო–კოსმოსური უზრუნველყოფა – ტექნოლოგიური ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება კოსმოსური აპარატების მომზადების, დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე ან საპლანეტათშორისო ტრაექტორიაზე გაყვანის და ნორმალური ფუნქციონირების მიზნით; ტექნიკური უზრუნველყოფის სახეობა მოიცავს: კოსმოსური აპარატების შენახვის ორგანიზაციას; კოსმოსური აპარატების მომზადებას ფრენის ამოცანების შესასრულებლად; კოსმოსური სისტემების ტექნიკური მომსახურების მოწყობას; კოსმოსური აპარატების რემონტს დედამიწასა და ორბიტაზე; მრავალჯერადი კოსმოსური აპარატების შემდგომ აღდგენასა და მომდევნო ფრენისათვის მომზადებას; კოსმოსური აპარატების ავარიებისა და დაზიანებების შედეგების ლიკვიდაციისა და ლოკალიზაციის სამუშაოების შესრულებას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017