ჯავშანტრანსპორტიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:53, 8 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯავშანტრანსპორტიორი - ჯავშნიანი, თვლიანი ან მუხლუხა საბრძოლო მანქანა, რომელიც განკუთვნილია ქვეითების ტრანსპორტირებისა და ბრძოლაში ცეცხლით მხარდაჭერისათვის. გამოიყენება, აგრეთვე, დაზვერვის, დაცვისა და პატრულირებისათვის.
თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორები მეტწილად არის: მცურავი, ავიატრანსპორტაბელური, ადგილმდებარეობის რადიაქტიური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური დასნებოვნების აღმომჩენი აპარატურით აღჭურვილები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017