სამხედრო პორტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო პორტი – ზღვის (მდინარის, ტბის, წყალსაცავის) ნაპირის მონაკვეთი და მიმდებარე აკვატორია, რომელიც დაცულია ღელვისაგან, აქვს ხომალდების და გემების მშენებლობისთვის, რემონტისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის აუცილებელი მოწყობილობები და საშუალებები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017