სამხედრო სუბსიდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო სუბსიდია – სახელმწიფოს მიერ სამხედრო დანიშნულების საგნების (სამუშაოების, მომსახურების) საკუთარი ან სხვა ქვეყნის მწარმოებლის ფინანსურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ერთ-ერთი მეთოდი. შეიძლება იყოს ფულადი (საკუთარი ბიუჯეტის ხარჯზე) და ნატურალური (საკუთარი ეკონომიკური რესურსების ხარჯზე).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017